მართალია Chromebook-ს უკვე აქვს Chrome დაყენებული, მაგრამ Firefox-ის გადმოწერა და ყოველდღიურ ბრაუზერად გამოყენება იძლევა შემდეგ უპირატესობებს:
ვისურვებდით, უფრო ადვილი ყოფილიყო, მაგრამ Chromebook ამჯობინებს დაგტოვოთ Google Play-ის ეკოსისტემის ქვეშ. თუმცა მიგვაჩნია, რომ გამართლებულია ძალისხმევა Firefox-ბრაუზერის დასამატებლად Chromebook-ზე – და გთავაზობთ მითითებებს, რომლებიც ამაში დაგეხმარებათ. ორი გზაა, Firefox-ის თქვენს მოწყობილობაზე მოსახვედრად.
დააყენოთ Firefox პირდაპირ Google Play Store-იდან: ბოლო ვერსიების Chrome OS (x86-იან Chromebook-ზე გაშვებული Chrome OS 80 ან უფრო ახალი), გაძლევთ საშუალებას დააყენოთ Firefox აპლიკაცია Android-ისთვის. იგი განკუთვნილია მობილური მოწყობილობებისთვის.
დააყენოთ Firefox, როგორც Linux-პროგრამა: ცოტა მეტი საფეხურია, მაგრამ ამად ღირს. როცა Firefox დაყენდება Linux-პროგრამად, თქვენ გექნებათ კომპიუტერის Firefox, ყველა უპირატესობით, მათ შორის თვალთვალისგან გაძლიერებული დაცვით, ჩაშენებული პაროლების მმართველით, ათასობით დამატებასთან წვდომით (როგორიცაა UBlock Origin, რეკლამების შესაზღუდად) და თემებით, ბრაუზერის იერსახისთვის. იხილეთ ვრცლად, როგორ უნდა დაყენდეს კომპიუტერის Firefox-ბრაუზერი Chromebook-ზე.