Firefox თუ Brave
Firefox-ის კონფიდენციალურობის პარამეტრები მკაცრი და მარტივი გამოსაყენებელია. Brave-ის ნაგულისხმევმა სარეკლამო შეზღუდვამ, შესაძლოა დაარღვიოს თქვენ მიერ მონახულებული ვებსაიტები, ასე რომ, თქვენ მოგიწევთ მისი ჩაბმა. ჩვენ გვსურს, რომ პირადულობა საკმარისად მოსახერხებელი იყოს, რომ ნამდვილად გამოიყენოთ.
Firefox გაგიმარტივებთ საძიებო სისტემით არჩევისას. Brave ნაგულისხმევად აყენებს საკუთარ საძიებო სისტემას, ხოლო თქვენ უნდა გაეცნოთ ბრაუზერს, სხვა რამის შესარჩევად.
Firefox საშუალებას გაძლევთ, დაშიფროთ შენახული პაროლები, ხოლო მათთან წვდომისთვის გამოიყენოთ მთავარი პაროლი; თქვენი პაროლები დაცულია იმ შემთხვევაშიც, თუ კომპიუტერის სხვასთან გაზიარება გიწევთ. Brave არ იცავს თქვენს პაროლებს მსგავსი საშუალებით.
ჩვენ ასევე გთავაზობთ მარტივად გამოსაყენებელ შესაძლებლობებს, როგორიცაა:
- დაასწორეთ PDF პირდაპირ თქვენი Firefox-ბრაუზერის ფანჯარაში – არაა საჭირო დამატებითი პროგრამების გამოყენება.
- გადათარგმნეთ ვებგვერდი ადგილობრივად და პირადულად.
გადართვა მარტივია
Firefox-ზე გადასვლა მარტივი და სწრაფია – გადმოიტანეთ Brave სანიშნები, პაროლები, ისტორია და პარამეტრები ერთი დაწკაპებით და დაუყოვნებლივ იყავით მზად, გამოიყენოთ Firefox. აქ იხილავთ როგორ გადმოვიტანოთ თქვენი Brave-ის მონაცემები.