Firefox თუ Google Chrome
Firefox-ის კონფიდენციალურობის ნაგულისხმევი პარამეტრები მეტად მძლავრია, ვიდრე Chrome-ის – და ჩვენ გვაქვს დამატებითი შესაძლებლობები, ვებსაიტებისთვის თვალთვალის არიდების თავიდან ასაცილებლად, როგორიცაა თითის ანაბეჭდის შეზღუდვა, ასევე თქვენ მიერ შერჩეული რეკლამის შეზღუდვის დამატებები.
ჩვენ ნაგულისხმევად ვზღუდავთ მეთვალყურეებს. Chrome არა.
სინამდვილეში, Chrome ნაგულისხმევად ადევნებს თვალს, რომელ საიტებს ეწვევით და რას აკეთებთ, რომ შეძლოს „სარეკლამო თემების“ ამოცნობა და თქვენთვის გამიზნული რეკლამები გამოგიგზავნოთ. შეგიძლიათ სამი სათაურის შეზღუდვა, მაგრამ სხვა სარეკლამო თემების ამოცნობას ვერ აიძულებთ. წყარო
Chrome საშუალებას აძლევს სხვა საიტებს, შეაგროვონ ინფორმაცია თქვენ შესახებ, რეკლამის შეთავაზებისთვის. თქვენ შეგიძლიათ შეზღუდოთ ცალკეული საიტები რეკლამის შეთავაზებისგან, მაგრამ მონაცემების შეგროვებისა და შემოთავაზებების შეზღუდვა შეგიძლიათ სხვა საიტებიდან. წყარო
Google მართავს მსოფლიოში უდიდეს სარეკლამო ქსელს და Chrome ამის ნაწილია.
ვინაიდან, ჩვენ არ გვიწევს აქციონერებისბედნიერება, შეგვიძლია ყურადღება გავამახვილოთ თქვენი ბედნიერებაზე და ყოველთვის თქვენი პირადი მონაცემების და მოხერხებულობის უზრუნველყოფა უპირველესია.
გადართვა მარტივია
Firefox-ზე გადასვლა მარტივი და სწრაფია — გადმოიტანეთ თქვენი Chrome-ის სანიშნები, პაროლები, ისტორია და პარამეტრები ერთი დაწკაპებით და მყისვე მზად იყავით Firefox-ის გამოსაყენებლად. იხილეთ, როგორ გადართოთ Chrome-იდან Firefox-ზე.