Firefox vs Opera
Firefox-ის კონფიდენციალურობის ნაგულისხმევი პარამეტრები მეტად მძლავრია, ვიდრე Opera-ს – და ჩვენ უკვე გვაქვს მეტი შესაძლებლობა, ვებსაიტებისგან თქვენს თვალთვალზე ასარიდებლად, როგორიცაა თითის ანაბეჭდის შეზღუდვა.
Firefox-ს ასევე გააჩნია ჩაშენებული ხელსაწყოები, როგორიცაა:
- დაასწორეთ PDF პირდაპირ თქვენი Firefox-ბრაუზერის ფანჯარაში – არაა საჭირო დამატებითი პროგრამების გამოყენება.
- გადათარგმნეთ ვებგვერდი ადგილობრივად და პირადულად.
Firefox გთავაზობთ მორგების საშუალებების ფართო არჩევანს, მენიუსა და ხელსაწყოთა ზოლების გადატანის შესაძლებლობის ჩათვლით, ბრაუზერის ფანჯრის სხვადასხვა ადგილას. ოპერის ინტერფეისი ნაკლებად მორგებულია.
ვინაიდან, ჩვენ არ გვიწევს აქციონერებისბედნიერება, შეგვიძლია ყურადღება გავამახვილოთ თქვენი ბედნიერებაზე და ყოველთვის თქვენი პირადი მონაცემების და მოხერხებულობის უზრუნველყოფა უპირველესია.
გადართვა მარტივია
Firefox-ზე გადასვლა მარტივი და სწრაფია — გადმოიტანეთ Opera-ის სანიშნეები, პაროლები, ისტორია და პარამეტრები ერთი დაწკაპებით და მყისვე მზად იყავით Firefox-ის გამოსაყენებლად. აქ იხილავთ როგორ უნდა გამოიყენოთ იმპორტის ღილაკი გადასართავად.