თუ ეძებთ სწრაფ ბრაუზერს ან დამოუკიდებელ საშუალებას თქვენი პირადულობის დასაცავად, ეს ხ.დ.კ. გაგცემთ პასუხს Firefox-თან დაკავშირებულ ყველა მწვავე კითხვაზე.
Firefox-ბრაუზერი ერთადერთი მოწინავე არამომგებიანი ბრაუზერია, რომელიც არ ყიდის თქვენს პირად მონაცემებს სარეკლამო კომპანიებზე და გეხმარებათ უსაფრთხოების დაცვაში. გაიცანით უკეთ Firefox-ბრაუზერები და სხვა პროდუქტები.
მარტივად შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ Firefox კომპიუტერისთვის აქედან. Firefox მუშაობს Windows, Mac და Linux-მოწყობილობებზე, აგრეთვე ხელმისაწვდომია Android-სა და iOS-ზე. გადაამოწმეთ, რომ ბრაუზერს ნამდვილად ჩვენი სანდო და უსაფრთხო Mozilla/Firefox-გვერდებიდან იწერთ.
დიახ! Firefox-ბრაუზერი უფასოა. უუფასოესი. ყოველგვარი ფარული გადასახადების გარეშეა. არც გამოყენებისას არ იხდით არაფერს და არც თქვენი პირადი მონაცემების გაყიდვის ხარჯზე არ ვიღებთ შემოსავალს.
მსგავსი კითხვები: არის Firefox-ბრაუზერი უფასო, რა ღირს Firefoxარა, ჩვენ არ მიგვაჩნია რომ Chrome უკეთესია, ვიდრე Firefox, ვინაიდან: როცა ხალხი კითხულობს რომელია უკეთესი, გულისხმობენ თუ რომელია სწრაფი და უსაფრთხო. Firefox ახლდება ყოველთვიურად სისწრაფის შესანარჩუნებლად და თქვენს პირადულობასაც თავისთავად უზრუნველყოფს.
მსგავსი კითხვები: Firefox უკეთესია, ვიდრე Chrome, Firefox ჯობს Google-ს, Firefox უფრო უსაფრთხოა, ვიდრე Chrome, Firefox უფრო დაცულია, ვიდრე Chromeთქვენი პირადულობის დაცვა ჩვენთვის უმთავრესია და გარწმუნებთ, რომ Firefox თქვენი მოწყობილობისთვის სრულიად უსაფრთხოა — მაგრამ ყოველთვის გადაამოწმეთ, რომ იწერთ სანდო Mozilla/Firefox საიტიდან, როგორიცაა ჩვენი ჩამოტვირთვების გვერდი.
Firefox არათუ უსაფრთხოა გამოსაყენებლად, იგი ასევე იცავს თქვენს პირად მონაცემებს. Firefox-ბრაუზერი თავადვე უზღუდავს ცნობილ მეთვალყურეებს, სოციალური ქსელების აღმრიცხავ, კრიპტოგამომმუშავებელ და მომხმარებლის ამომცნობ საშუალებებს თქვენ შესახებ ინფორმაციის შეგროვების შესაძლებლობას. გაეცანით ვრცლად პირადულობის დაცვას ჩვენს პროდუქტებში.
მსგავსი კითხვები: კარგად იცავს Firefox პირად მონაცემებს, არის Firefox დაცული, უმჯობესია Firefox პირადულობაშიარა, არც აქამდე, არც მომავალში. პირიქით, ჩვენ გიცავთ სარეკლამოებისგან. Firefox პროდუქტები შექმნილია პირადულობის უზრუნველსაყოფად. იხილეთ ჩვენი პირობა.
Firefox აღარაა ნელი… უკვე. 2017 წელს ჩვენ ხელახლა შევქმენით ბრაუზერის ძრავა (სახელწოდებით Quantum), რომ Firefox არ ჩამორჩენოდა სხვა ძირითად ბრაუზერებს. ამასთანავე, მეთვალყურეების შეზღუდვით გვერდები კიდევ უფრო სწრაფად იტვირთება. ასე რომ, Firefox მსუბუქი და სწრაფია პირადი მონაცემების შეწირვის გარეშე.
Firefox არ ეფუძნება Chromium-ს (ღია წყაროს ბრაუზერის კოდს, რომელიც Google Chrome-ის ბირთვია). ამასთანავე აღსანიშნავია, რომ მახასიათებლით ჩვენი ბრაუზერი მოწინავეთგან ერთ-ერთი ბოლოღაა შემორჩენილი. Firefox იყენებს საკუთარ Quantum-ბრაუზერის ძრავას, შექმნილს საგანგებოდ Firefox-ისთვის, ასე რომ თქვენი მონაცემები საიმედო ხელშია და დარჩება პირადი.
Google ნაგულისხმევი საძიებო სისტემაა Firefox-ში, რაც ნიშნავს, რომ მისით გვერდების მოძიება პირდაპირ მისამართების ველიდან შეიძლება. იხილეთ ვრცლად საძიებო სისტემის პარამეტრებისა და მისი ჩანაცვლების შესახებ.
Firefox-ს თან არ მოჰყვება VPN (წარმოსახვითი კერძო ქსელი), მაგრამ Mozilla ცალკე ქმნის პროდუქტს, სახელწოდებით Mozilla VPN, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ პირად Firefox-ბრაუზერთან ერთად და დაიცვათ როგორც თქვენი WiFi-კავშირი, აგრეთვე თქვენი IP-მისამართი.
მსგავსი კითხვები: ფარავს Firefox თქვენს IP-მისამართსFirefox-ის შემქმნელია Mozilla Corporation, რომლის სრული მფლობელია არამომგებიანი Mozilla Foundation და ხელმძღვანელობს Mozilla-ს დებულებებით. ვრცლად გაეცანით Firefox-ის შემქმნელს აქედან.
მსგავსი კითხვები: ვისია Firefox, ვინ ფლობს Firefox-ბრაუზერს, Firefox არის Google-ის საკუთრება, Mozilla Firefox ეკუთვნის Google-ს