თქვენი Mozilla VPN თავისით ჩამოიტვირთება. თუ ასე არ მოხდა,
ხელახლა წამოიწყეთ ჩამოტვირთვა ან დაბრუნდით სხვა მოწყობილობისთვის ჩამოტვირთვაზე.
გადადით ჩამოტვირთვების საქაღალდეში და ორჯერ დაწკაპეთ .msi ფაილზე
გამოჩნდება მიმდინარეობის ზოლი და დაიწყება დაყენება
შეიყვანეთ თქვენი ელფოსტის მისამართი შესასვლელად ან ანგარიშის შექმნისთვის გამოყენების დასაწყებად
აირჩიეთ შემოთავაზებული მდებარეობა სწრაფი, მდგრადი კავშირისთვის ან მიუთითეთ სასურველი მდებარეობა ხელით, შემდეგ კი გადამრთველი დააყენეთ „ჩართულზე“
აქაა რამდენიმე ხშირად დასმული შეკითხვა, როგორ უნდა გაიმართოს Mozilla VPN
ყოველდღიური საქმიანობა რაც მეტად ინაცვლებს ინტერნეტში, მით მეტად მნიშვნელოვანი ხდება პირადი მონაცემების ხელშეუხებლობა და უსაფრთხოება ვებსივრცეში. VPN, Virtual Private Network, ანუ „წარმოსახვითი კერძო ქსელი“ ქმნის დაშიფრულ გვირაბს თქვენს მოწყობილობებსა და ინტერნეტს შორის, რომ კავშირი დარჩეს შეუვალი და პირადი აღნიშნული ორი გზით:
Mozilla VPN აჩვენებს მისი მიმდინარე მდგომარეობის ვიზუალურ მაჩვენებლებს, როგორც ხელსაწყოთა ზოლზე, ასევე პროგრამის მთავარ ეკრანზე, რაც გაადვილებს თქვენი მოქმედებების დადგენას, დაცულია თუ არა ინტერნეტში. ეს მაჩვენებლები საშუალებას გაძლევთ დაადასტუროთ, როდისაა თქვენი ნავიგაცია პირადი და დაცული. დამატებით, კავშირის დროს, შეგიძლიათ ეწვიოთ https://monitor.mozilla.org/ და დაადასტუროთ, არის თუ არა თქვენი IP-მისამართი შენიღბული. ვრცლად იხილეთ როგორ გავიგო, არის თუ არა Mozilla VPN დაკავშირებული?.
სხვა მოწყობილობის დამატება ისეთივე ადვილია, როგორიც Mozilla VPN-ის პროგრამული უზრუნველყოფის ჩამოტვირთვა და დაყენება, შემდეგ კი ახალ მოწყობილობაზე არსებული Mozilla-ანგარიშით შესვლა. ვრცლად იხილეთ, როგორ უნდა დაემატოს მოწყობილობები თქვენს Mozilla VPN-გამოწერას.
თუ თქვენი მიზანია, დაიცვათ ინტერნეტით მიმოცვლილი მონაცემები სისწრაფის შენარჩუნებით, მაშინ ყოველთვის უმჯობესია, აირჩიოთ თქვენს ადგილსამყოფელთან რაც შეიძლება მეტად ახლომდგომი სერვერი. შედეგად გაიზრდება კავშირის საიმედოობაა და სიჩქარეც, ვინაიდან გადაცემულ მონაცემებს არ მოუწევს გზიდან მნიშვნელოვნად გადახვევა დანიშნულების საბოლოო წერტილში მიღწევამდე.
თუ თქვენი მიზანია, გამოცადოთ ინტერნეტი ისე, როგორც მსოფლიოს სხვა კუთხეში მუშაობას, შეგიძლიათ აირჩიოთ სასურველი ადგილმდებარეობა და ყველა ვებსაიტი, რომელსაც ეწვევით, გამოჩნდება ისე, თითქოს სხვაგან იმყოფებოდეთ.
თუ გსურთ, კიდევ უფრო მეტად დაიცვათ თავი, შეგიძლიათ აამოქმედოთ დაცვა რეკლამებისგან, სარეკლამო მეთვალყურეებისა და მავნე პროგრამებისგანაც პარამეტრებში > პირადულობის შესაძლებლობები. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ შედეგად შეიძლება ზოგი საიტი შეფერხებით ან საერთოდ ვერ ჩაიტვირთოს, ასეთ შემთხვევაში კი დაგჭირდებათ დაცვის დროებით გამორთვა.
დაბოლოს, მხარდაჭერილ მოწყობილობებზე შეგიძლიათ VPN კიდევ უფრო გონიერი გახადოთ გარკვეული აპების (მაგ. Netflix) გამორიცხვით კავშირების გადამისამართებისგან.
შეგიძლიათ შეეხმიანოთ ჩვენს მხარდაჭერის გუნდს პირდაპირ Mozilla VPN-პროგრამიდანვე, დაწკაპეთ პარამეტრები > დახმარების მიღება > დაუკავშირდით მხარდაჭერას. ასევე შეგიძლიათ მოგვწეროთ ჩვენს მხარდაჭერის გვერდზე.