Mozilla VPN

შესაძლებლობები, რომლებიც დაიცავს
თქვენს ცხოვრებას ინტერნეტში

მოსახერხებელი

  • არანაკლებ 500 სერვერი 30-ზე მეტ ქვეყანაში

    იხილეთ ჩვენი სერვერების სია.

  • დააკავშირეთ 5 მოწყობილობამდე

    მხარდაჭერილია Windows, macOS, Android, iOS და Linux საოპერაციო სისტემებზე.

  • გამტარუნარიანობის არანაირი შეზღუდვა ან შეკვეცა

    აგრეთვე მონაცემების ზღვრებისა და სიჩქარის შემცირების გარეშე.

  • სწრაფი კავშირი ქსელთან თამაშის დროსაც კი

    Mozilla VPN-ს უზრუნველყოფს Wireguard™, ერთ-ერთ ყველაზე მდგრადი VPN-ოქმი.

გამოიყენეთ Mozilla VPN

30-დღიანი ვადით თანხის დასაბრუნებლად

დაცული

  • სარეკლამოებს უზღუდავს თქვენ მიმართ გამიზნულ ზემოქმედებას

    Mozilla VPN დაგეხმარებათ ავტომატურად შეუზღუდოთ რეკლამებსა და სარეკლამო მეთვალყურეებს თქვენი მოქმედებებისთვის თვალის დევნება.

  • სრულად შიფრავს თქვენს ქსელთან კავშირს

    Mozilla VPN იცავს ყველა პროგრამას, არამხოლოდ ბრაუზერს.

  • მეტად მძლავრი დაცვა მავნე პროგრამებისგან

    Mozilla VPN არ მოგცემთ მავნე პროგრამების გადმოწერის საშუალებას სახიფათოდ მიჩნეული წყაროებიდან.

  • ზეპირადული რეჟიმი: მონაცემთა გატარება ორი კვანძის მეშვეობით

    ჩვენს მრავალკვანძიან დამისამართებას ახალ საფეხურზე აჰყავს თქვენი უსაფრთხოება.

  • მორგებული DNS-ის მხარდაჭერა

    Mozilla VPN-ით შეგიძლიათ უსაფრთხოდ მიმოცვალოთ მონაცემები და სასურველი გზით დაამისამართოთ DNS-მოთხოვნები. ვრცლად მორგებული DNS-მხარდაჭერის შესახებ.

გამოიყენეთ Mozilla VPN

30-დღიანი ვადით თანხის დასაბრუნებლად

მოქნილი

სერვერის სასურველი მდებარეობის შემოთავაზება

გირჩევთ თქვენთან ახლომდებარე სერვერს, რომელიც უზრუნველყოფს უსწრაფეს და ყველაზე მეტად საიმედო კავშირს ქსელთან.

სასურველი პროგრამების შერჩევა VPN-ით დასაცავად

მარტივად გამორიცხეთ პროგრამების ნაწილი VPN-დაცვიდან — არაა საჭირო მოწყობილობის სრულად გამოთიშვა Mozilla VPN-იდან. ხელმისაწვდომია Windows, Android და Linux მოწყობილობებზე.

სხვადასხვა მდებარეობა თითოეული ჩანართისთვის Firefox-ში

შეათავსეთ Mozilla VPN და მრავალანგარიშიანი სათავსები Firefox-ის გაფართოებით, რომ თითოეულ ჩანართს მიუთითოთ სხვადასხვა VPN-მდებარეობა Firefox-ში. იხილეთ როგორ.

გამოიყენეთ Mozilla VPN

30-დღიანი ვადით თანხის დასაბრუნებლად

სანდო

  • 30-დღიანი ვადით თანხის დასაბრუნებლად

    ამასთან ერთად 24/7 მომხმარებელთა მხარდაჭერა.

  • ჩვენ არასდროს აღვრიცხავთ, არ ვადევნებთ თვალს და არ გავაზიარებთ თქვენი ქსელის მონაცემებს

    მოკლედ, ჩვენ არ ვაგროვებთ თქვენს პირად მონაცემებს. ესაა ჩვენი გასაგებად ჩამოყალიბებული დებულება პირადულობის დაცვის შესახებ.

  • გამჭვირვალედ აგებული ღია წყაროთი

    Mozilla VPN შექმნილია ღია წყაროს მქონე კოდით, რაც ნიშნავს, რომ საჯაროდაა ხელმისაწვდომი. ვრცლად იხილეთ ჩვენი GitHub-საცავი.

  • უსაფრთხოების გარეშე სპეციალისტების მიერ დამოწმებული

    გავლილი გვაქვს შემოწმება, რომელსაც უზრუნველყოფს Cure53, კიბერუსაფრთხოების წამყვანი აუდიტორული დაწესებულება. მოხსენება იხილეთ აქ.

  • ხალხი მოგებაზე წინ

    ჩვენ ზურგს გვიმაგრებს Mozilla Foundation, არამომგებიანი დაწესებულება, რომელიც იბრძვის ინტერნეტის გახსნილობისა და სიჯანსაღის შესანარჩუნებლად.